საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, დასაქმების სამსახურის შექმნისა და უმუშევრებისთვის კომპენსაციის
დანიშვნის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კითხვა შეიტანეს.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა - ალექსანდრე შალამბერიძემ, თამარ იოვაშვილმა, ნათია ქევხიშვლმა, მარიამ ვარდოსანიძემ და როინ პაპავამ კომისიის შენობასთან ბრიფინგი გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადა, დასაქმების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ჯგუფმა ცესკო-ს 20 თებერვალსაც მიმართა, თუმცა, მისივე განცხადებით, კომისიამ კითხვის მიღებაზე მისი არასწორი ფორმულირების გამო, უარი განაცხადა.
შალამბერიძის განმარტებით, ჯგუფმა კითხვა ახალი ფორმით ჩამოაყალიბა - „გსურთ თუ არა შეიქმნას დასაქმების სახელმწიფო სამსახური, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას უზრუნველყოფს და უმუშევრობის პეროიოდში მოქალაქეებისთვის ფულადი დახმარების გაცემაზე იზრუნებს“.
„კომისიას არ მოვეშვებით, ვიდრე რეფერენდუმს არ დანიშნავს და სახელმწიფო უმუშევრობის პრობლემაზე ოფიციალურად არ იზრუნებს“ - განაცხადა მან.
