ილიას უნივერსიტეტში დღეს სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება
ილიას უნივერსიტეტში დღეს სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება
09:07 03.05.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დღეს სახელწოდებით -„სახელოვნებო  მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი”, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე გახსნის.
სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და შვედეთიდან 17 დოქტორანტი მონაწილეობს.
ხვალ კი, კონფერენციის ფარგლებში, უნივერსიტეტში პროფესორ ბაიან სინგლტონის ორი ლექცია სახელწოდებებით - „ევროპული თეატრი და თანამედროვე წარმოდგენა“ და „მეხსიერების ლანდშაფტები: პოსტკოლონიალური წარმოდგენა ნაციონალიზმის მიღმა“ ჩატარდება.
კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით იმართება.

ბეჭდვა