თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ენერგომომარაგება 10-დან 14.00 საათამდე
კოსტავას, მელიქიშვილის, ფაღავას და მესხიშვილის მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილს და მუხიანის III მიკრორაიონს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ასევე, დაბა წყნეთის ნაწილს, ბორჯომის, წინამძღვრიშვილის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს, თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, II სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, ხომლელის და გვაზაურის ქუჩას შეეხება.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე თამარ მეფის გამზირის, მეუნარგიას, ქურდიანის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დასახლების ნაწილს, ასევე, ყაზბეგის გამზირის, საბურთალოს, ასათიანის და ცინცაძის ქუჩების აბონეტებს არ მიეწოდება.
ამავე პერიოდში ენერგომომარაგება ჩიტაძის, ჭონქაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, ინგოროყვას და მიმდებარე ქუჩებს, მეუნარგიას, ზაქრაძის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ონიაშვილის, ოსეთის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, კანდელაკის, მარიჯანის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
