ილიას უნივერსიტეტში ხვალ სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება
ილიას უნივერსიტეტში ხვალ სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება
20:01 02.05.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ხვალ მაგისტრანტთა და დოქტორანტთა III საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით -„სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი” გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციას ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე გახსნის.
სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და შვედეთიდან 17 დოქტორანტი მონაწილეობს.
4 მაისს კი, კონფერენციის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ბაიან სინგლტონის ორი ლექცია სახელწოდებებით - „ევროპული თეატრი და თანამედროვე წარმოდგენა“ და „მეხსიერების ლანდშაფტები: პოსტკოლონიალური წარმოდგენა ნაციონალიზმის მიღმა“ ჩატარდება.
კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით იმართება.



ბეჭდვა