კორტების ტერიტორიაზე აქცია უკვე დასრულებულია
კორტების ტერიტორიაზე აქცია უკვე დასრულებულია
15:30 02.05.2012
ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით კორტების ტერიტორიაზე გამართული აქცია უკვე დასრულებულია.
აქციაზე ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლების დროს ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავება მოითხოვეს.
მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან 6 წელი გავიდა, კვლავ უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი.
აქციის მონაწილეებს ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოსაძიებლად საზოგადოებამ გაერთიანება უნდა შეძლოს.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობისთვის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
მომხდარის გამო, გამოძიება მალევე დაიწყო, თუმცა, სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა საქმის განხილვა შეწყდა, ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებს კი, დაზარალებულის სტატუსი მოეხსნათ.
ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები და მათი ადვოკატები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებიან და პროკურატურას ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ისინი სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასაც აპროტესტებენ.


ბეჭდვა