Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში - ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებული გუნდები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სტივენ ჰაიკინმა და „Microsoft საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა დააჯილდოვეს.
გამარჯვებული გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ქალაქის დასუფთავების გაუმჯობესებას ეხებოდა. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი „Greenbytes“ 2012 წლის 6-10 ივლისს ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება, სადაც წარმატების შემთხვევაში 25 000 აშშ დოლარს პრიზის სახით მიიღებს.
საქართველომ კონკურსში ”Imagine Cup” მონაწილეობა წელს პირველად მიიღო. მასში მონაწილეობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ სტუდენტს ან მოსწავლეს შეეძლო.
