კორტებთან საზოგადოება საპროტესტო აქციაზე იკრიბება
კორტებთან საზოგადოება საპროტესტო აქციაზე იკრიბება
14:39 02.05.2012
ყოფილი კორტების ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით საზოგადოება უკვე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები 6 წლის წინ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას და მათ მკვლელობას აპროტესტებენ.
როგორც „ნიუსეპრესს“ აქციაზე მყოფმა ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოსთვის ტრაგიკულია, რადგან ადამიანს ქუჩაში შვილს არ უნდა უხვრეტდნენ.
მისი თქმით, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, 6 წლის განმავლობაში შედეგს ვერ მიაღწიეს.
„ევროპის სასამართლოს პასუხს ველოდებით. დღეს ყველამ იცის რა მდგომარეობაა საქართველოში, ყველა ერთად დავდგებით და ამ სისხლიანი რეჟიმის დამარცხებას შევძლებთ“ - განაცხადა ვაზაგაშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციაზე საზოგადოება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

ბეჭდვა