ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების 6 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კორეტეჟით მსვლელობის ფარგლებში, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობებთან სპეციალური ბანერები დატოვეს.
ბანერებზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ფოტოები, ასევე შსს-ს იმ თანამშრომლების სურათებია დატანილი, რომლებმაც, აქციის მონაწილეთა განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.
მსვლელობის მონაწილეები უკვე გაემართნენ ყოფილი კორტების ტერიტორიის მიმართულებით, სადაც 6 წლის წინ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
