თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა
11:01 02.05.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს წყლის მიწოდება შეუწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალმომარაგება ისანი-სამგორის რაიონში რაზიკაშვილის, მესხიშვილის, სახალხოსა და ციხისძირის ქუჩებს შეეზღუდა.
შეზღუდვა ასევე, შეეხო გლდანი ნაძალადევის რაიონში თემქის მე-11 მიკრორაიონის მე-3 კვარტლის კორპუსებს.
აღნიშნული აბონენტებისთვის წყლის მიწოდება დღეს 20:00 საათიდან აღდგება.

ბეჭდვა