ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობის მე-2 ეტაპი 6 მაისს გაიმართება
ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობის მე-2 ეტაპი 6 მაისს გაიმართება
10:54 02.05.2012
საქართველოს კათოლოკის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე 460 ჩვილს მონათლავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან - „ძლევაი“ აცნობეს, სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობას ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობის მე-2 ეტაპი შედგება.
ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, 6 მაისს მოსანათლ ჩვილთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
ჩვილთა 22-ე საყოველთო ნათლობის პირველი ეტაპი 22 აპრილს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე გაიმართა, რომელზეც პატრიარქის ნათლულთა რიცხვს კიდევ 424 ჩვილი შეემატა.
სულ უწმინდესს 11 401 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

ბეჭდვა