სომხეთის სტუდენტთა ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ზაფხულში საქართველოს კლინიკებში დასაქმდებიან
სომხეთის სტუდენტთა ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ზაფხულში საქართველოს კლინიკებში დასაქმდებიან
19:28 01.05.2012
სომხეთის მედიკოს სტუდენტთა ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები დღეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ოთარ თოიძეს შეხვდნენ.
სომეხი სტუდენტები საქართველოში გაცვლითი პროგრამის გაცნობის მიზნით ჩამოვიდნენ.
სომხეთიდან სტუდენტური ჯგუფები საქართველოს 15 ივლისსაც ეწვევიან და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს კლინიკებში დასაქმდებიან.
თოიძის განმარტებით, ახალგაზრდა მედიკოსები ერთობლივი პროგრამების განხორციელებასთან ერთად, სამეცნიერო გეგმასაც შეიმუშავებენ.

ბეჭდვა