თოვლის ინტენსიურად დნობა და მდინარეებში წყლის დონის მატება მარტის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, საქართველოში წყალდიდობები ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, ხვალიდან კი საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს.
არამდგრადი ამინდები თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება.
