შიდსით კიდევ 2 მოქალაქე გარდაიცვალა
შიდსით კიდევ 2 მოქალაქე გარდაიცვალა
11:11 01.05.2012
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შიდსით ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც „ნიუსპრესს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის  ცენტრიდან აცნობეს, გარდაცვლილები 40 წლამდე მამაკაცები არიან.

მათი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დაავადების დაგვიანებული გამოვლენაა. ერთ შემთხვევაში მიზეზი ტუბერკულოზი, ხოლო მეორეში მენინგიტი იყო.

2012 წლის 27 აპრილის მონაცემებით, შიდსის 142 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. წელს 37 პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 3 257 შემთხვევაა რეგისტრირებული. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 1 968 პაციენტს განუვითარდა, რომელთაგან 725 გარდაიცვალა.

აივ მკურნალობას ამჟამად, 1180 პაციენტი გადის, მათგან 36 – ბავშვია.

ბეჭდვა