თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „გლდანი-220“ სარემონტო
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10-დან 17.00 საათამდე გლდანის რაიონში გლდანის მასივის I მიკრორაიონის ნაწილს შუქი არ მიეწოდება.
ენერგომომარაგება 10-დან 16.00 საათამდე დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის, მირიან მეფის და მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაზისუბნის, ლვოვის და მიმდებარე ქუჩებს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ამბროლაურის და ტაშკენტის ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება ვარკეთილის მასივის VIII კვარტლის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ახვლედიანის ქუჩის, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის ნაწილს, ქეთევან დედოფლის გამზირის, აეროდრომის დასახლების, ფაღავას, ლაგოდეხის, ჯავახეთის, კალოუბნის და წულუკიძის ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 16.00 საათამდე შუქი ასევე, თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, ნორიოს აღმართის, ართვინის და ქინქლაძის ქუჩებს, აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირების და წინამძღვრიშვილის ქუჩას არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 11-დან 17.00 საათამდე მთაწმინდის და ვაკის რაიონებში ჭავჭავაძის გამზირის, კოსტავას, ინგოროყვას, ჩაიკოვსკის და იაშვილის ქუჩებს გლდანის მასივის III, IV, VI, VII მიკრორაიონების, შეშელიძის და ხევძმარის ქუჩებს გაეთიშება.
10-დან 18.00 საათამდე ენერგომომარაგება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას, ჟღენტის, ტყიბულის და ჩარგლის ქუჩებს შეეზღუდება.
შუქი 10-დან 11.00 საათამდე ბოტანიკის, ბეთლემის, ხანძთელის, საიათნოვას, აბო-თბილელის, ამაღლების, წავკისის და ჭონქაძის ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „ზაჰესი-წევა“ სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო კი, 10-დან 15.00 საათამდე ელექტროენერგია ბარისახოს, სხვიტორის, ანდრონიკაშვილის, ხანძთელის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს გაეთიშება.
