მონღოლეთის დელეგაციის წევრები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
მონღოლეთის დელეგაციის წევრები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
17:04 30.04.2012
საქართველოში ვიზიტით მყოფი მონღოლეთის დელეგაციის წევრები შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს შეხვდნენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საპენსიო სისტემის, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები განიხილეს. დელეგაციის წევრებს კოლეგებმა საქართველოში განხორციელებული რეფორმებიც გააცნეს.
„მნიშვნელოვანია კოლეგებს ჩვენი გამოცდილება და გეგმები გავუზიაროთ და მათი აზრიც მოვისმინოთ“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ბეჭდვა