ახალგაზრდობის თემაზე ჟურნალისტური კონკურსი გამოცხადდება
ახალგაზრდობის თემაზე ჟურნალისტური კონკურსი გამოცხადდება
10:24 30.04.2012
გაეროს მოსახლეობის ფონდი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო  ცენტრალური და ადგილობრივი მედიისთვის, ახალგაზრდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად დღეს კონკურსს გამოაცხადებს.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. მასში მონაწილეობა ყველა მოქმედ ჟურნალისტს შეუძლია, რომლებიც ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხებით არიან დაინტერესებული.

კონკურსზე წარმოსადგენი მასალების თემატიკა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს - სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები, განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა.

გამარჯვებულები 2012 წლის დეკემბერში გამოვლინდებიან. მათ ფასიანი საჩუქრები და სპეციალური დიპლომები გადაეცემათ.



ბეჭდვა