თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
09:00 30.04.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 16.00  საათამდე საბურთალოს რაიონში იოსებიძის, პეკინის, კალანდაძის, ტაშკენტის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ვაზისუბნის, შავგულიძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა ასევე, მუხიანის II, III, IVა, IV ბ მიკრორაიონების ნაწილსა და გლდანის VII მიკრორაიონის ნაწილს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შუქი ჭავჭავაძის გამზირის, კოსტავას და ნიკოლაძის ქუჩებს, თემქის დასახლების IV და X კვარტლების, ლიახვის, ჟინვალის და ნაგომარის, დაბა წყნეთის ნაწილს, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, ლესელიძის ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 16.00 საათამდე ისნის რაიონში ელექტროენერგია ქეთევან წამებულის გამზირის, ფერიცვალების, მეტეხის, ჩეხოვის და წულუკიძის, ხოლო სამგორის რაიონში კაკაბაძის, ახვლედიანის და ქინძმარაულის ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში, შუქი ნაძალადევის რაიონში თიანეთის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის და გვაზაურის ქუჩების აბონენტებს გაეთიშება.
ქვესადგურში „დიღომი-2“ სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 11-დან 13.00 საათამდე საბურთალოს რაიონში აღმაშენებლის ხეივნის, დიმიტრი თავდადებულის ქუჩების და სოფელ ზურგოვანის მოსახლეოაბს არ მიეწოდება.
10-დან 17.00 საათამდე კი, ენერგომომარაგება ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, ზაქრაძის და მანჯგალაძის ქუჩებს შეეზღუდება.

ბეჭდვა