საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ „ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
გამარჯვებულებს ქურდაძემ პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
„ჩაღლარის” VI საერთაშორისო ოლიმპიადაში 31 ქვეყნის წამომადგენელი მონაწილეობდა.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
ოლიმპიადა “ჩაღლარი” ყოველწლიურად იმართება.
