ზურაბ ჭიაბერაშვილი კასპში ოდოშაშვილების ოჯახს ეწვია
ზურაბ ჭიაბერაშვილი კასპში ოდოშაშვილების ოჯახს ეწვია
15:52 29.04.2012
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კასპში სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღებ ოდოშაშვილების ოჯახს ეწვია.

მინისტრი სახელმწიფო დაზღვევის ხელმისაწვდომობის შემოწმების მიზნით ოჯახის წევრებს გაესაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის უფროსმა, თეიმურაზ ოდოშაშვილმა სადაზღვევო პოლისით უკვე ისარგებლა. მან ფილტვის ოპერაცია გაიკეთა და ქირურგიული მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ აანაზღაურა.

კასპში ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მცირე საოჯახო ტიპის სახლსაც ესტუმრა და ბავშვები მოინახულა.

ჭიაბერაშვილმა კასპში შპს ,,მედალფას" კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიც დაათვალიერა, რომელიც 22 საწოლითა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.

ბეჭდვა