"გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფისა" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმომადგენლებმა კიკვიძის ბაღის შესაძლო გაჩეხვა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
როგორც "ნიუსპრესს" "ეკოლოგიური სამართლის ცენტრიდან" აცნობეს, ბაღის ტერიტორიაზე ხეების შენარჩუნება მთავარ მოთხოვნად რჩება. მათი თქმით, მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლამდე არ შეწყდება.
კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ პოლიციის შენობის მშენებლობისთვის, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა შემოსაზღვრული და ბაღს გაჩეხვა ემუქრება.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" მორიგ აქციას თბილისის მერიასთან გამართავს.
