რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთათვის საინფორმაციო ბრიფინგი ჩატარდება
რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთათვის საინფორმაციო ბრიფინგი ჩატარდება
14:26 29.04.2012
საქართველოში რუსი თანამემამულეების კავშირის „სამშობლოს“ პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი, რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთათვის ხვალ ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგი „რია ნოვოსტის“ თბილისის პრეს-ცენტრშია დაგეგმილი.
როგორც „ნიუსპრესს“ „რია ნოვოსტიდან“ აცნობეს, სვარჩუკი იმ პირობებსა და მოთხოვნებზე ისაუბრებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი აბიტურიენტები რუსეთის უნივერსიტეტებში ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ადგილებზე მოხვედრას შეძლებენ.

ბეჭდვა