თურქული კომპანია "ატილ შიფინგ ტრეიდინგის" კუთვნილ გემზე - "კლარე“ მომუშავე ოთხი ქართველი მეზღვაური ესპანეთიდან სამშობლოში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა.
ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ესპანეთიდან წამოსვლას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდნენ,
მეზღვაურები ნუგზარ კონცელიძე, გელა შაინიძე, იმედა პაპიძე და კახა ჩხიკვაძე თავს კარგად გრძნობენ.
მათი სამშობლოში დაბრუნება საქართველოს მთავრობისა და ესპანეთში საქართველოს საკონსულო ჩარევით მოხდა. მეზღვაურების საქმეზე ესპანეთის ქალაქ კარტახენაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი იმყოფებოდა.
მეზღვაურები ხომალდზე მოტყუებით აღმოჩნდნენ და გემის თურქ მფლობელებთან დაპირისპირების გამო, რამდენიმე თვე უხელფასოდ იმყოფებოდნენ.
თურქულმა კომპანიამ კირიბატის დროშის ქვეშ მცურავი გემი 11 თვის წინ, ესპანეთის სანაპიროსთან მიატოვა და ყოველგვარი დახმარების გარეშე დატოვა.
