კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ "ნიუსპრესისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სააბონენტო
ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით "ჯეოსელი" ლიდერობს. 2012 წლის 16 თებერვლის მონაცემებით "ჯეოსელიდან" სხვა მობილურ ქსელში 40 ათასამდე აბონენტი გადავიდა, ხოლო "ჯეოსელში" კონკურენტი კომპანიებიდან 45 ათასზე მეტი აბონენტი გადაპორტირდა.
მეორე ადგილზეა კომპანია "მობიტელი", იგივე "ბილაინი", საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში თითქმის 20 ათასი აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 23 ათასზე მეტი აბონენტი შეიძინა.
შემდეგია, კომპანია "მაგთიკომი", სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 23 ათასამდე აბონენტი გადავიდა, ხოლო "მაგთიკომიდან" კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 48 ათასზე მეტი აბონენტი წავიდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით იზომება.
მობილურ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან ერთი წელი გავიდა
