მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ.
დღესასწაულთნ დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი
საზეიმო წირვას აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ, სასულირო დასი მრევლთან ერთად, მცხეთის ჯვრის, თხოთის და უჯარმის ტაძრებში ჯვრებს გადააბრძანებენ.
ჯვართამაღლების დღესასწაული 2007 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განახლდა.
დღესასწაულთან ერთად, აღდგა ამ გზაზე ლოცვით მსვლელობის წესიც.
წინა წელს აღმართული ჯვრები, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება და ასე განმეორდება ყოველ წელს, რათა მადლი პატიოსანი ჯვრებით წმინდა დედაქალაქიდან მთელ საქართველოში განიფინოს.
დღესასწაული საფუძვლად ქართულ საეკლესიო წყაროებში დაცულ გადმოცემას ეფუძნება. იგი უშუალოდ უკავშირდება წმინდა ნინოს მიერ IV საუკუნეში ქართლის მოქცევას და პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის დროსაა დაწესებული.
დღესასწაული მოძრავია და ის აღდგომიდან მე-3 კვირას აღინიშნება.
