საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხვალ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდა ჩატარდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდისთვის რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო გამოცდა 10:00 საათზე დაიწყება.
პედაგოგები საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდას წელს პირველად აბარებენ.
გამოცდა აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსსა და ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება. მასში მონაწილეობას 300-ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მიიღებს.
სერტიფიცირების დანამატი 75 ლარია. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი 200 ლარი. მათ კი ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდება, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ.
