„სპორტის სასახლეში" საკალათბურთო სუპერლიგის ყველა „ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება
„სპორტის სასახლეში" საკალათბურთო სუპერლიგის ყველა „ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება
16:30 28.04.2012
29 აპრილს „სპორტის სასახლეში" საკალათბურთო სუპერლიგის ყველა „ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქართველი და სუპერლიგის უცხოელი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეტა სამინსიტროს ინფორმაციით, უკვე ცნობილია მონაწილე გუნდების შემადგენლობა. სასტარტო ხუთეულები ოფიციალურ ვებ-გვერდზე გულშემატკივართა მიერ მიცემული ხმების მიხედვით დაკომპლექტდა. ხუთეულების შერჩევის პროცესში თითქმის 10 ათასმა ქომაგმა მიიღო მონაწილეობა, 7-7 სათადარიგო მოთამაშე კი თავად მწვრთნელებმა - ქართველთა ვარსკვლავური გუნდის თავკაცმა კოტე ტუღუშმა („არმია") და ლეგონერთა გუნდის თავკაცმა გიორგიოს კეცელიდისმა („შსს-აკადემია") დაასახელეს.

„ოლ სტარის" შოუს პროგრამაშია აგრეთვე სამქულიანებისა და ე.წ. „ჩატენვების“ კონკურსი. სამქულიან სროლებში შეჯიბრის მონაწილენი შეირჩნენ რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ხოლო ჩატენვების კონკურსში მონაწილეობის სურვილი ნებაყოფილებით სამმა მოთამაშემ გამოთქვა.


ბეჭდვა