იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებმა დღეს სოფელ დიდ ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართეს.
აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი, ასევე ამ უწყებების თანამშრომლები.
ლილოში, არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 ძირი ფიჭვი დაირგო.
