იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის წარმომადგენლები დღეს სოფელ ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროდან აცნობეს, ლილოს არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები - ფიჭვები დაირგვება.
აქციაში მონაწილეობას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი მიიღებენ.
