დიმიტრი შაშკინი ამერიკის კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა
დიმიტრი შაშკინი ამერიკის კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა
16:29 16.02.2012
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამერიკის კონგრესში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინი კონგრესის თავმჯდომარე ჯონ ბეინის შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს.
კონგრესმენი განსაკუთრებით განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეებითა და ამ სფეროში დაგეგმილი მომავალი რეფორმებით დაინტერესდა. მისი განცხადებით, საქართველო თავის რეგიონში, დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების მხრივ, ერთი-ერთი წამყვანი და სამაგალითო ქვეყანაა.
ჯონ ბეინმა დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის დეტალები საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა და შეხვედრას პროდუქტიული უწოდა. კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

ბეჭდვა