ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ხავლ „ვიქტორინა-2012“-ის მორიგი შესარჩევი ტური გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, თბილისისა და საქართველოს რეგიონების 36 საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები ერთმანეთს ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და გეოგრაფიაში შეეჯიბრებიან.
თითოეული გუნდი 6 მონაწილისგან შედგება. მოსწავლეები პასუხს გასცემენ სხვადასხვა სირთულის ტესტებს, რომელიც განსხვავებული ქულებით შეფასდება. შესარჩევ ტურში გამარჯვებული გუნდები შემოდგომაზე დაგეგმილ ნახევარფინალში გადავლენ.
ღონისძიებას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.
