თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
12:05 27.04.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების  გამო, წყალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში სპარტაკის ქუჩას, ისანი-სამგორის რაიონში ციხისძირის, სახალხოსა და წულაძის ქუჩებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში უჩანეიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილს არ მიეწოდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგება.


ბეჭდვა