ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“ და კინოსტუდია „ქართული ფილმი“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ქართული ფილმების ციფრულ კრებულს“ გამოუშვებენ.
პროექტის პრეზენტაცია დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც მსურველებს ღია ცის ქვეშ „ქრისტინეს“ ნახვის საშუალება ექნებათ. პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ ციფრული ვერსია 2012 წლის აპრილში შეიქმნა.
ციფრულ ფორმატში გადატანა ძველ ქართულ ფილმებს განადგურებისგან დაიცავს.
ციფრული ფორმატის ყველა ფილმი ჟურნალ „ცხელ შოკოლადს“ დაერთვება თან.
როგორც პროექტის ავტორებმა განაცხადეს, საზოგადოებას საშუალება ეძლევა გაეცნოს ქართული კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი არ არის.
