მიხაკო წერეთლის ნეშტის საფრანგეთიდან გადმოსვენების კომისიის პირველი სხდომა გაიმართება
მიხაკო წერეთლის ნეშტის საფრანგეთიდან გადმოსვენების კომისიის პირველი სხდომა გაიმართება
19:59 26.04.2012
პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშტი-ს საფრანგეთიდან გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი სხდომა ხვალ, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში გაიმართება.
ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მიხეილ წერეთლის ნეშტის ლევილის სასაფლაოდან საქართველოში გადმოსვენების საკითხზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სპეციალური კომისია მუშაობს, რომელსაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედიან მიხაკო წერეთლის ნათესავებიც.
მიხაკო წერეთელმა საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დატოვა. იგი სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მისი სტატიები და ნაშრომები მსოფლიოს წამყვან ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მიხაკო წერეთელი პოლიტიკური ორგანიზაცია ,,თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო.

ბეჭდვა