ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში ხვალ თემაზე - „მედიაციის ინსტიტუტი
საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები“ დისკუსია გაიმართება.
ღონისძიებაზე ცენტრის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის და გიორგი ცერცვაძის წიგნის „არბიტრაჟის შესახებ კანონის მოკლე კომენტარის“ პრეზენტაციები გაიმართება.
პრეზენტაციას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან.
