ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრის დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღესთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის
სამინიტროს ეროვნულმა არქივმა მის შესახებ დაცული დოკუმენტების მიმოხილვა გამოაქვეყნა.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, არქივი დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებით ინახავს 1932 წლის შეთქმულების მონაწილეობისთვის დიმიტრი ყიფიანის გასამართლების საქმეებს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების შესახებ მის მიმოწერას, ამავე საზოგადოების სხდომის ოქმებს, რომელსაც დიმიტრი ყიფიანი ხელმძღვანელობდა.
საარქივო ფონდშია ასევე ყიფიანის წერილი ქართველი ერის დაწყევლის გამო ეგზარქოს პავლესადმი და ამასთან დაკავშირებით რუსული მთავრობის რეაქცია, გადაწყვეტილება მისი სტავროპოლში გადასახლების შესახებ და სხვა.
ეროვნულ არქივში დაცულია, შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ ყიფიანისეული თარგმანი და მისივე ავტოგრაფი.
1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ის მთავარმმართველის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ყიფიანი სტავროპოლში გადასახლებაში ღამით მძინარე მოკლეს.
დიმიტრი ყიფიანი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული. 2007 წელს ის საქართველოს საპატრიარქომ სამშობლოსთვის წამებულ წმინდანად შერაცხა.
