საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტების დასაფინანსებლად დამატებითი ღონისძიებები გატარდება.
პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები იმ უნივერსიტეტებთან მიმდინარეობს, რომლებშიც სახელმწიფო წილი არსებობს.
“ყველა სტუდენტს, რომელიც კარგად ისწავლის და კრედიტებს დააგროვებს, საგამოცდო სესიას კარგად ჩააბარებს, გრანტის გაუმჯობესებას ვთავაზობთ”- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა და დასძინა, რომ გრანტის გაუმჯობესების საშუალება ყოველწლიურად 10 000 სტუდენტს მიეცემა.
მისი თქმით, ეს სისტემა სრულად მომავალ წელს ამოქმედდება. წელს კი, მოლაპარაკება თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან იმართება.
