სტუდენტებისთვის სპეციალური ფასდაკლების ბარათები შეიქმნება
სტუდენტებისთვის სპეციალური ფასდაკლების ბარათები შეიქმნება
17:47 26.04.2012
სტუდენტები ტრანსპორტსა და სავაჭრო ქსელებში სპეციალური ფასდაკლების ბარათით ისარგებლებენ. აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
როგორც პრეზიდენტმა აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, სტუდენტური ბარათები 20 მაისიდან ამოქმედდება.
პრეზიდენტის განცხადებით, ბარათების მეშვეობით სტუდენტებს სხვადასხვა პროდუქციის იაფად შეძენის საშუალება ექნებათ. ამ ეტაპზე კომპანიებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მისი თქმით, ქართული სტუდენტური ბარათი საერთაშორისო სისტემაში ჩაირთვება.
„მატერიალური დახმარება ყველაზე მეტად სტუდენტებს სჭირდებათ. ისინი სწავლაზე უნდა ფიქრობდნენ და არა იმაზე ტრანსპორტის ფული სად იშოვონ. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ბარათები ერთ თვეში დავამუშაოთ და ზაფხულამდე დავარიგოთ, რათა არდადეგებზე სტუდენტებმა ბარათით სარგებლობა შეძლონ“- განაცხდა სააკაშვილმა.

ბეჭდვა