„მწვანეთა პარტია“ გარემოს დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს დაუშვებლად მიიჩნევს
„მწვანეთა პარტია“ გარემოს დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს დაუშვებლად მიიჩნევს
17:15 26.04.2012
„მწვანეთა პარტიაში“ გარემოს დაცვის შესახებ კანონში განხორცილებეული ცვლილებებს დაუშვებელად მიიჩნევენ.
პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, სეისმურად აქტიურ და პოლიტიკურად დაძაბულ კავკასიის რეგიონში ატომური სადგურების მშენებლობა და საქართველოს ბირთვული ტექნოლოგიების სატრანზიტო კორიდორად გადაქცევა, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ეკოლოგიური და პოლიტიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
„დღეს სრულდება 26 წელი უკრაინის ქალაქ ჩერნობილში მომხდარი კატასტროფიდან. საქართველოდან 2 500 კილომეტრით დაშორებულ ჩერნობილზე მომხდარი აფეთქებიდან ექვსი დღის შემდეგ, საქართველოში რადიაციული ღრუბელი შემოვიდა, რამაც ჩიყვის ეპიდემია და ონკოლოგიური დაავადებების ზრდა გამოიწვია“- განაცხდა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი მოვლენებისგან თავდაცვის მიზნით, 1998 წელს „მწვანეთა პარტიის“ ინიცირებით პარლამენტში მიიღეს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც დღემდე მოქმედებდა.
გაჩეჩილაძის განმარტებით, კანონი ბირთვული იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების, რადიაციული ნარჩენებისა და საწვავის ექსპორტს, იმპორტს, ტრანზიტსა და ხელახალ ექსპორტს, ასევე - საქართველოს ტერიტორიაზე ატომური ელექსტროსადგურის მშენებლობას კრძალავდა.
„საქართველოს ხელისუფლებამ ეს ყოველივე დაუშვა ხსენებულ კანონში წელს შეტანილი ცვილილებებით. კატეგორიულად ვგმობთ აღნიშნული ცვლილებებს და განვაგრძობთ ბრძოლას კანონის პირვანდელი სახით აღდგენისთვის“-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ბეჭდვა