ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა თბილისის მერმა დაათვალიერა
ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა თბილისის მერმა დაათვალიერა
16:52 26.04.2012
თბილისის მერმა გიგი უგულავამ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ნარკოდამოკიდებულთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მთავარი პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება და მას თბილისის მერია აფინანსებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის ფუნქციონირების მიზანი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაა.
ცენტრის მშენებლობის დაფინანსების მთავარი წყარო ნარკომომხმარებელთა მიერ გადახდილი ჯარიმებიდან ამოღებული თანხა იქნება.

ბეჭდვა