„ვისოლი” და „ტორპედო ქუთაისი“ ერთობლივ აქციას გამართავენ
„ვისოლი” და „ტორპედო ქუთაისი“ ერთობლივ აქციას გამართავენ
16:35 26.04.2012
„ვისოლ ჯგუფი” საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისის” გულშემატკივრებისთვის წამახალისებელ აქციას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ვისოლიდან“ აცნობეს, დღეიდან 28 აპრილამდე, ქუთაისში, „ვისოლის“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, ყოველი 20 ლარის ღირებულების საწვავის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად „ტორპედო ქუთაისისა“ და „ზესტაფონის“ მატჩზე დასასწრებ ბილეთს მიიღებს. მატჩი 28 აპრილს 18:00 საათზეა დაგეგმილი.

„ტორპედო ქუთაისის“ გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელის ამ მატჩს. მათ მხარდასაჭერად „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დაგეგმილი წამახალისებელი აქცია კიდევ მეტ გულშემატკივარს შეკრებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე“- განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე გურულმა.

„ვისოლს“ ქუთაისში ოთხი ავტოგასამართი სადგური აქვს. აქციის განმავლობაში ჩამსხმელი-ოპერატორები „ტორპედო ქუთაისის“ მხარდასაჭერად მომხმარებელს კლუბის მაისურებით მოემსახურებიან.

„ვისოლ ჯგუფმა“ „ტორპედო ქუთაისის“ გუნდზე მზრუნველობა 2010 წელს აიღო. მისი განვითარებისათვის კომპანიამ უკვე მილიონობით ლარის ინვესტიცია განახორციელა.



ბეჭდვა