„ატსტუპნიკებმა“ პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს
„ატსტუპნიკებმა“ პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს
15:03 26.04.2012
ე.წ. „ატსტუპნიკებმა“ ბინების უპირობოდ დაკანონების მოთხოვნით დღეს, მიხეილ სააკაშვილის სახელზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილობითი მიმართვა შეიტანეს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს გამართული აქციის ორგანიზატორმა პარტია „მომავალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ლაღიძემ განაცხადა, თუ პრეზიდენტის მხრიდან მიმართვაზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდება, ბინათმოსარგებლეები პროტესტის ნიშნად, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი „კარდაკარის“ რეგისტრატორებს სიების გადამოწმების დროს, თავის მონაცემებს არ მიაწვდიან.
„ეს ადამიანები არ აპირებენ გაჩერებას, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით მანამ, სანამ მათი პრობლემა არ მოგვადება. ნუ აიძულებენ ამ ადამიანებს პროტესტის სხვა ფორმას მიმართონ“ - განაცხადა ლაღიძემ.
როგორც ცნობილია, ე.წ. „ატსტუპნიკები“, საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, 4 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.

ბეჭდვა