თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დამწვრობით მოთავსებული 27 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ნიუსპრესს“ რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტმა დამწვრობა ავტომანქანაში გაზის ავზიდან აალების შედეგად მიიღო.
მისი თქმით, გაზის ავზის დატუმბვის შემდეგ მან სიგარეტს მოუკიდა, რის შედეგადაც გაზი აალდა. პაციენტს დამწვარი აქვს სახე და ზემო კიდურები.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალგაზრდამ მე-2, მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. მას სხეულის 20% აქვს დამწვარი. აღენიშნება ასევე, სასუნთქი გზების თერმული დაზიანება.
პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში სამეგრელოდან გადაიყვანა. ამჟამად, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
