კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსი“ დღეს და ხვალ ღია აქციას მართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საირმე მინერალ ვოთერსიდან“ აცნობეს, ღონისძიებების ერთობლიობა სახელწოდებით - „ტრადიცია გრძელდება - შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი“ კომპანიის ორგანიზებით, ქართველი პოეტების ძეგლებთან ჩატარდება.
კომპანიის ინფორმაციით, „პოეტურ აქციაში“ ორი დღის განმავლობაში დედაქალაქის მოსახლეობაც ჩაერთვება.
ახალგაზრდა პოეტები ქართველი პოეტების ძეგლებთან მათ ლექსებს წაიკითხავენ.
აქცია დღეს რუსთაველის გამზირზე შოთა რუსთაველის ძეგლთან 14:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.
ხვალ კი, 14:00 საათზე აქცია სტარტს ვაჟა-ფშველას გამზირზე აიღებს, 17:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლებს და გალაკტიონის ძეგლთან დასრულდება.
