პატრიარქი დღეს იერუსალიმში მიემგზავრება
პატრიარქი დღეს იერუსალიმში მიემგზავრება
12:14 16.02.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს იერუსალიმში მიემგზავრება.
როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს, უწმინდესი დღეს, 18:00 საათზე, ჩარტერული რეისით სასულიერო პირთა დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის ვიზიტი იერუსალიმში არაოფიციალურია. წმინდა მიწის მოლოცვასთან ერთად იგეგმება უწმინდესის შეხვედრა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, უნეტარეს თეოფილე III-სთან.
ილია მეორეს იერუსალიმში მრევლის მიერ დაწერილი მოსახსენიებლები მიაქვს. პატრიარქის წმინდა მიწაზე ვიზიტი 24 თებერვლამდე გაგრძელდება.



ბეჭდვა