განათლების სამინისტროს პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოვიდა.
მოხალისეები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ავსტრალიიდან არიან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოხალისე პედაგოგთა ახალი ჯგუფი ტრადიციულ ტრენინგს გაივლის, რის შემდეგაც ისინი აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"" განათლების სამინისტროს მიერ მეორე წელია ხორციელდება. წლის ბოლომდე საქართველოში კიდევ 1500 მოხალისე პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება.
