რეფერალურ საავადმყოფოში კიდურების მოყინვით კიდევ სამი პაციენტი გადაიყვანეს
რეფერალურ საავადმყოფოში კიდურების მოყინვით კიდევ სამი პაციენტი გადაიყვანეს
10:21 16.02.2012
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში კიდურების მოყინვით კიდევ სამი პაციენტი მოათავსეს.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოდან აცნობეს, ერთი პაციენტი - 70 წლის მამაკაცი, საჩხერიდანაა გადმოყვანილი. დანარჩენი ორი კი სამკურნალოდ თბილისის სხვადასხვა უბნებიდან გადაიყვანეს.
რეფერალური საავადმყოფოს ექიმის გუგა ქაშიბაძის თქმით, სამივე მათგანს ზედა და ქვედა კიდურების მოყინვა აღენიშნებოდათ.
სამივე პაციენტი სტაციონარშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის.

ბეჭდვა