რეფერალურში დამწვრობით მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
რეფერალურში დამწვრობით მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
10:24 25.04.2012
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დამწვრობით მოთავსებული 11 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
როგორც „ნიუსპრესს“ რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, მოზარდი გარდაბნის რაიონიდან გადაიყვანეს. მან სხეულის თერმული დაზიანება ბუნებრივი აირის აალების შედეგად მიიღო.
პაციენტს დამწვრობა სახისა და კიდურების არეში აღენიშნება. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
რეფერალურ ჰოსპიტალში ბუნებრივი აირის შედეგად მიღებული დამწვრობით 68 წლის მამაკაციც იმყოფება. პაციენტი ჰოსპიტალში დუშეთის რაიონიდან გადაიყვანეს. მას სხეულის 14% აქვს დამწვარი.

ბეჭდვა