„ილიაუნი“ სამშენებლო სფეროს კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს
„ილიაუნი“ სამშენებლო სფეროს კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს
09:43 25.04.2012
თბილისში ე.წ. ახალი მშენებლობების სფეროს კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ილიაუნიდან“ აცნობეს, კვლევა თბილისიში მიმდინარე ე.წ. ახალი მეშენებლობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოიცავს. კონკრეტულად, მასში თბილისის უბნების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე დაფიქსირებული ფასები და სამშენებლო კომპანიების ერთგვარი რეიტინგია წარმოდგენილი.
კვლევა 2012 წლის 20 მარტიდან 20 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 39 სამშენებლო კომპანია იქნა შესწავლილი.
კვლევის არეალში მოხვდნენ როგორც დიდი და ცნობილი, ასევე ერთი სამშენებლო ობექტის მქონე კომპანიებიც.
კვლევა „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადდა.

ბეჭდვა