ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას გამოკითხულთა 61.6% მხარს არ უჭერს. გამოკითხვა გაზეთმა „ბანკები და ფინანსები“ და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL-მა ჩაატარეს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, თბილისელ გამოკითხულთა 17.6% ხელისუფლების საშინაო და საგარეო კურსს იწონებს.
„ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე თბილისელების მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა და კეთილდღეობა 23.4%-ის აზრით გაუმჯობესდა, 20%-თვის იგივეა, ხოლო 56.6% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდა.
პარლამენტის ქუთაისში გადატანას დედაქალაქის მცხოვრებთა 3% არ ეთანხმება.
გამოკითხვა თბილისის ყველა უბანში 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებში ჩატარდა.
გამოკითხვის ავტორთა ინფორმაციით, შედეგებში ცდომილება 2.5-3%-ს არ აჭარბებს.
