თბილისის მეტროსადგურებში მოძრაობა უკვე აღდგა
თბილისის მეტროსადგურებში მოძრაობა უკვე აღდგა
18:03 24.04.2012
თბილისის რამდენიმე მეტროსადგურში, სადაც მატარებლების მოძრაობა შეფერხებული იყო, გადაადგილება უკვე აღდგენილია.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, მეტროს მუშაობის შეჩერება ქალაქში ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.
სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, საბურთალოს ხაზი 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო პირველ ხაზზე მოძრაობა მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „ახმეტელამდე“ იყო შეჩერებული.
მათი ინფორმაციით, „დიდუბიდან“ ვარკეთილის მიმართულებაზე მეტროს მოძრაობა არ შეფერხებულა.
ამ დროისთვის მეტრო ყველა მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ბეჭდვა